ინდოეთი
Wednesday, April 25, 2012
ინდოეთი (ჰინდი: भारत bhārat, हिन्दुस्तान - ჰინდუსტან) — მოსახლეობის რიცხოვნობით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში. ორ საუკუნეზე მეტი კოლონია იყო, „ბრიტანეთის იმპერიის გვირგვინში ჩასმული თვალ-მარგალიტი“. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ გადალახა ეკონომიკური იზოლაცია და ჩამორჩენილობა და ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ იქცა.
მე-16 საუკუნიდან ხდება ინდოეთის დაპყრობა ევროპელი კოლონისტების მიერ. თითქმის 200 წელი იგი ბრიტანეთის კოლონია იყო. 1947 წელს მოხდა სუბკონტინენტის პოსტკოლონიური გაყოფა რელიგიური ნიშნით ინდოეთად დაპაკისტანად, რამაც სათავე დაუდო მათ შორის კონფლიქტებსა და ტერიტორიულ დავებს. ინდოეთმა ჯერ დომინიონის სტატუსი მიიღო, ხოლო 1950 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მნიშვნელოვანი რელიგიური, კასტური და ეთნოკულტურული განსხვავებები სხვადასხვა რეგიონებს შორის მუდმივი დაძაბულობის წყაროა. ექსტრემისტული და სეპარატისტული მოძრაობები დიდ საფრთხეს უქმნიან ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას, საზოგადოებრივ ცხოვრებას, დემოკრატიული ინტიტუტების ფუნქციონირებას. 1948 წელს მოკლულ იქნა ”ბაპუ” - “ერის მამა“, მაჰატმა განდი, რომელიც სათავეში ედგა ინდოეთის განმათავისუფლებელ მოძრაობას, 1984 წელს - პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი, 1991 წლის არჩევნების დროს - პარტია ეროვნული კონგრესის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდი. პაკისტანთან ომმა 1971წელს გამოიწვია ბანგლადეშის წარმოქმნა. ისლამისტი სეპარატისტების გააქტიურების გამო ჯამუსა და კაშმირის შტატში შემოღებული იქნა ცენტრალური ხელისუფლების მმართველობა. 1992 წელს გაჩაღდა ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ინდუისტებმა და მუსულმანებს შორის.

გეოგრაფია [რედაქტირება]
ქვეყანა სამხრეთ აზიაში, მდებარეობს ინდოსტანის სუბკონტინენტზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: პაკისტანი, ავღანეთი, ჩინეთი, ნეპალი, ბჰუტანი, მიანმა, ბანგლადეში.
- ფართობი: 3.287.263 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 5.686 კმ; სახმელეთო - 15.168 კმ.
- ბუნება: გეოგრაფიული რაიონები – ჰიმალაები, ინდო-განგის დაბლობი, დეკანის ზეგანი. მთიანი სისტემები – ჰიმალაები, ყარაყორუმი, ვინდბია, არავალი.უმაღლესი მწვერვალები (მ) – კანჩეჯანღა 8.598, ნანდა დევი 7.817; მთავარი მდინარეები (კმ) – ბრაჰმაპუტრა 2.900, განგი 2.125 (სულ 2.510), გოდავარი 1.465, იამუნა (ჯამნა) 1.400, კრიშნა 1.400, ნარმადა 1.310; უდიდესი ტბა (კვ.კმ) - ჰირაკუდი 1.100; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) - ანდამანის კ-ბი 6.408 (დიდი ანდამანი 1.536), ნიკობარის კ-ბი 1.841 (დიდი ნიკობარი 1.045), ლაქშადვიპი 32;კლიმატი - ტროპიკული, ზომიერი.
- ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი (მსოფლიოში სიდიდით მეოთხე საბადო), რკინის მადანი, მანგანუმი, ბოქსიტები, ტიტანი, ქრომიტი, ბუნებრივი აირი, ალმასი, ნავთობი, კირქვა, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
- მოსახლეობა: 1.049.700 ათასი (2003), მათ შორის 27,7% - ჰინდუსტანელები, 10,5% - ბიჰარელები, 9,1% - ბენგალები, 8,4% -ტელუგები, 7,6% - მარატჰები, 6,9% - ტამილები, 5,2% - გუჯარათელები.
- ენები: ჰინდი (მასზე ლაპარაკობს 40%), ბენგალური, ტელუგუ, მარათული, თამილური, ურდუ, გუჯარათული, მალაიალამი, კანადა, ორია, პენჯაბური, ასამური, კაშმირული, სინდური, სანსკრიტული. კონსტიტუციით ინგლისური გამოცხადებულია დროებით ოფიციალურ ენად (1%).
- რელიგია: ინდუიზმი 83%, ისლამი 11%, ქრისტიანობა 2,6%, სიქიზმი 1,9%, ბუდიზმი 0,7%.
- ქალაქები (ათ.) : დელი (დილლი, 10.204; აგლომ. 17.038), კალკუტა (კოლკატა, 4.760; აგლომ. 14.090), ბომბეი (მუმბაი, 12.383 |17.012 ათასი), მადრასი (ჩენაი, 4.382; აგლომ. 6.677 ათასი), ბენგალორი (ბანგალურუ, 4.461; აგლომ. 5.910), აჰმადაბადი (3.654; აგლომ. 4.876), ჰაიდარაბადი (3.585; აგლომ. 5.751), პუნა (2.640; აგლომ. 3.903)
დელი (ჰინდი: दिल्ली, ურდუ: دہلی or دلّی, პენჯაბური: ਦਿੱਲੀ) — ქალაქური აგლომერაცია ჩრდილოეთ ინდოეთში. ეს სახელი ასევე მიუთითებს ეროვნული დედაქალაქის ტერიტორიას, რომელიც სპეციალური გაერთიანებული ტერიტორიაა ცენტრალური მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ, რომელშიც სამი მუნუციპალიტეტია. დელის მეტროპოლია და დელის ეროვნული დედაქალაქის ტეროტორია ერთ ბირთვს წარმოადგენს და ამგვარად პრაქტიკულად ერთ ერთეულად ითვლება. ნიუ-დელი - ქალაქური დასახლება, დელის მეტროპოლიის ნაწილია და ინდოეთის მთავრობის ადგილსამყოფელს წარმოადგენს.
დელი სიდიდით მეორე აგლომერაციაა ინდოეთში და მსოფლიოში მერვე მოსახლეობის რაოდენობით, რომელიც რაოდენობაც2011 წლის აღწერის მიხედვით 11,007,835-ს შეადგენს. ჩრდილოეთ ინდოეთში მდინარე იამუნას ნაპირებზე მდებარე ქალაქის არქეოლოგიური გათხრები მოწმობს, რომ დელი მუდმივად დასახლებული ადგილი ყოფილა სულ მცირე ძვ. წ. VI საუკუნიდან.1639 წელს მოგოლების იმპერატორმა შახ-ჯახანმა აქ ააგო ახალი ციხე-გალავანი და იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა (1649-1857).
ახალი დედაქალაქი ნიუ-დელი 1920-იან წლებში ააგეს. 1947 წელს, როდესაც ინდოეთმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ნიუ-დელი მისი დედაქალაქი გახდა. მთელი ქვეყნიდან მოსახლეობის მიგრაციის გამო დელი კოსმოპოლიტი ქალაქი გახდა. სწრაფმა განვითარებამ და ურბანიზაციამ, მისი მოსახლეობის შედარებით მაღალი შემოსავლის დონით, ქალაქი მნიშვნელოვნად გარდაქმნა. ამჟამად დელი ინდოეთის მნიშვნელოვანი კულტურული, პოლიტიკური და კომერციული ცენტრია.
Subscribe to:
Posts (Atom)